სან დიეგოს უნივერსიტეტის დელეგაცია ბათუმში

10 დეკემბერი 2016, 00:00 3598 ნახვა
00:00
00:00

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორები აჭარის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდნენ და მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული  უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  ამერიკელი მეცნიერების ბათუმში ვიზიტის მიზანი საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ყველა იმ შესაძლებლობის გაცნობაა, რასაც რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი სთავაზობს.  

ამავე კატეგორიაში