შეფასებები ანტიკრიზისულ გეგმაზე

26 ნოემბერი 2021, 16:10 861 ნახვა

ევროპულმა საქართველომ "კრიზისიდან გამოსვლის" ხედვა წარადგინა. პარტიაში იმედოვნებენ, რომ მას ოპოზიციის ბევრი წევრი გაიზიარებს, თუმცა, მათი თქმით, მთავარი ამოცანაა, ხედვა მიიტანონ საზოგადოებამდე და გაზარდონ იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც აქამდე არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში და ახლა ჩაერთვება.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ვადამდელი არჩევნების მიღწევა და არჩევნებში "რეჟიმის დამარცხებაა". მათი თქმით, გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა მცდარი და საზიანოა, რადგან ეს საზოგადოებაში უიმედობას იწვევს. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არარეალური მოლოდინები არ უნდა შექმნას, თუ წლის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს, შარლ მიშელის შეთანხმება სრულად ირღვევა და ასეთ შემთხვევაში მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.

სოზარ სუბარი მათ საპასუხოდ ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში