დაკავება მკვლელობის მცდელობისთვის

12 დეკემბერი 2016, 00:00 6788 ნახვა

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში