ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

04 დეკემბერი 2021, 12:08 22067 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა,  ერთი დაშავებული პირი კი კლინიკა "ბაუშია" გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშნის გაჩერებასთან მდგარ ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში