ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე-ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს

10 იანვარი 2022, 15:10 1079 ნახვა

ვინ დგას  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის უკან? მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. მორიგ სასამართლო სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ დაკავებულები დამკვეთის ვინაობას დაასახელებდნენ, თუმცა პროცესზე იმსჯელეს მხოლოდ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ჰქონდა მოპოვებული.

ბრალდებული აკო ჭელიძე   პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, ასევე აცხადებს, რომ  მკვლელობა არავის შეუკვეთავს.

დღევანდელ პროცესზე  განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში