სააკაშვილის საზღვრის კვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი

10 იანვარი 2022, 15:15 657 ნახვა

საქართველოს ექსპრეზიდენტის  მიერ საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაში დახმარების  საქმეზე  დაკავებულებმა  მათთვის წარდგენილი ბრალდება გასულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს პროკურატურა სხვადასხვა მუხლის რამდენიმე ნაწილით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ელგუჯა ცომაიას კი   ბრალი აქვს ასევე წარდგენილი საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში