მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

04 დეკემბერი 2021, 18:20 1506 ნახვა

მიხეილ  სააკაშვილი   "ემპათიას"  ხელმძღვანელმა მოინახულა. მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ფსიქოტროპული პრეპარატების  საკმაოდ  მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო  მოპყრობას“.

მისი განცხადებით საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნა.-აცხადებს ჯიშკარიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში