ციტრუსის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა განაახლა

04 იანვარი 2022, 14:38 1650 ნახვა

ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა კვლავ განაახლა.

დირექტორის ინფორმაციით, საწარმო მინიმუმ 15-ათას ტონა არასტანდარტულ მანდარინის მიღებას და გადამუშავებას გეგმავს.   წელს სუბსიდირების მიღების წესიც იცვლება.

მოქალაქე არასტანდარტულ მანდარინში 20 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10-თეთრს საწარმო იხდის, 10-ს კი  სახელმწიფო. იმისთვის,  რომ საწარმოს ზარალი არ მიადგეს,  სახელმწიფო 5 თეთრით მასაც დაუსუბსიდირებს. 

ამ დროისთვის საწარმომ,  7 400 ტონა არასტანდარტული მანდარინი მიიღო და გადაამუშავა, საიდანაც მანდარინის კონცენტრატი მიიღო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში