ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადება

10 იანვარი 2022, 15:00 894 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა   ქვეყანაში არეულობებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.  სპონტანური  პროტესტების  სახით მასობრივი არეულობების  ტალღა აგორდა,  რელიგიური რადიკალები, კრიმინალები,   მაროდიორები და წვრილმანი ხულიგნები ერთიანი ბრძანებით მოქმედებდნენ.  სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოთხოვნები მეორე-მესამე პლანზე გადავიდა- განაცხადა ტოყაევმა კოლექტიური უსაფრთხობის შეთანხმების ორგანიზაციის უსაფთხოების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რომელიც ვიდეოკავშირით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოისმინა და შეასრულა მომიტინგეების სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები. შეიარაღებული ჯგუფების მთავარი მიზანი: საკონსტიტუციო წყობის შერყევა, ინსტიტუტების განადგურება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო. ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არეულობები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში