პროტესტი ევროპის ქვეყნებში კოვიდ შეზღუდვების გამო

10 იანვარი 2022, 12:07 649 ნახვა

ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. კვირას ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა.  პრაღაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების გეგმა, რომელიც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისა და პროფესიის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

საპროტესტო ტალღამ მოიცვა  გერმანიის რამდენიმე ქალაქი, მოქალაქეებმა საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესი გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაშიც.

40 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის გეგმა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო უნდა გახდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში