აჭარიდან 37 153 ტონა ციტრუსი ექსპორტზე გავიდა - მანდარინის რთველი აჭარაში

11 იანვარი 2022, 20:07 1649 ნახვა

2021-2022-ის ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებული გამოდგა. რეგიონიდან ექსპორტზე 37 153 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა.

რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს, მიღებული და გადამუშავებულია 9 293 ტონა, ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა კი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10 %-ით მეტია.

ნარინჯისფერ სეზონზე მოქმედებდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში