ე.წ. ჯარისკაცების საქმე

15 იანვარი 2022, 12:25 828 ნახვა

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლოს  გადაწყვეტილებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება 2021 წლის 13 დეკემბერს  ჯარისკაცზე არასათანადო მოპყრობის ფაქტს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ  2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური  საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი