მიგვაჩნია რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებაა - უკრაინის საგარეო უწყება

24 იანვარი 2022, 16:02 812 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების მხრიდან ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ნაადრევს და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებას უწოდებს.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ახლა დატოვებს უკრაინას. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საელჩო გააგრძელებს მუშაობას და სურვილის შემთხვევაში, დიპლომატიური მისიის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყანა დატოვონ, თუმცა მათი გამგზავრება არ არის სავალდებულო.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ უცხო სახელმწიფოების უფლებას უზრუნველყონ საკუთარი დუპლომატიური მისიების უსაფრთხოება, მიგვაჩნია რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებაა“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში