ბაიდენი - რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ აირჩევს, ნატო მზადაა ამისთვის

08 თებერვალი 2022, 11:41 690 ნახვა

უკრაინის კრიზისის ფონზე, შეერთებული შტატები და გერმანია რუსული აგრესიის საკითხის განსახილველად მზად არიან, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ბერლინი ვაშინგტონის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და ისინი ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის ერთობლივად მუშაობენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მხარეებმა მჭიდრო ალიანსის შენარჩუნებისა და ძლიერი სასანქციო პაკეტის შემუშავების საკითხები განიხილეს, რომელიც საკითხის საერთაშორისო გადაწყვეტას ნათლად გამოხატავს და დააწესებს სწრაფ, მძიმე შედეგებს, თუ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში