მაკრონი - საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს

08 თებერვალი 2022, 11:41 703 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომლებსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განცხადება მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.

მაკრონიმ  აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბრისას პუტინი ნატოს გაფართოებასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე. მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში