 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პოლიციამ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებული სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            