მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროცესზე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძის საქმე უკავშირდება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ამავე კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართულები შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელებიც.