ბაიდენის განცხადება და კრემლის გამოხმაურება

17 მარტი 2022, 09:53 371 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა  რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავე უწოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აქამდე ადმინისტრაცია თავს არიდებდა მსგავს ფრაზას.

ჯო ბაიდენის სიტყვებს, კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ბაიდენის სიტყვებს მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა უწოდა.

"მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია ასეთი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისა, რომლის ბომბებმაც ასობით ათასი ადამიანი მოკლა მთელ მსოფლიოში," - განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში