ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

23 აგვისტო 2025, 20:02 164 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია მიიღეს, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, 1990 წელს მიღებული დეკლარაცია, რომელიც ასახავდა სომხეთში აღნიშნული დოკუმენტის მიღებისას მოქმედი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის კოლექტიურ განწყობებს და ატარებდა „ყარაბაღის მოძრაობის“ კვალს.

მისი თქმით, დეკლარაციის ძირითადი იდეოლოგიური დებულებები წინააღმდეგობრივი იყო და გამოხატავდა კოლექტიური პატრიოტიზმის იმ მოდელს, რომელსაც სომხეთში თანდათან, თანმიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა კავშირი „რკინის ფარდისა“ და „ცივი ომის“ პირობებში.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ მშვიდობა დამყარდა და სომხეთი დღეს დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი