საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

04 აპრილი 2022, 11:09 955 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

დაჩიაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისთვის დიდ პატივთან ერთად პასუხისმგებლობაცაა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში