საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

07 აპრილი 2022, 10:54 912 ნახვა

საქართველოში კოვიდინფიცირების 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 420 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 205 PCR ტესტით.​

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.9%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 930.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში