ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - ილია დარჩიაშვილი

07 აპრილი 2022, 17:39 770 ნახვა

ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - წერს ილია დარჩიაშვილმა "Twitter"-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში