ქობულეთში ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან

11 აპრილი 2022, 22:53 1581 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, მუხაესტატეში, სოფელ ქობულეთში, აჭყვისთავში და აგურ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.

ცეცხლი ჭალებს და გამხმარ ბალახს უკიდია.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

ხანძარია  ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზეც, აქ ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში