მოქალაქის კუთვნილი თანხის, ათასი დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თანამდებობის პირის მეშვეობით შეძლებდა დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            