16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

13 აპრილი 2022, 12:19 1075 ნახვა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა. მიზეზი მგზავრთა გაზრდილი ნაკადია. 

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, – აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში