დაბომბვის შედეგად ხარკოვში კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა - უკრაინული მედია

13 აპრილი 2022, 13:33 697 ნახვა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონი 53- ჯერ დაბომბეს, დაშავდა 22 ადამიანი, დაიღუპა შვიდი, რამდენიმე დღის წინ დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვში ევაკუაციის საჭიროება არ დგას.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს, იცავენ ხარკოვსა და რეგიონს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში