ხულოში დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

20 აპრილი 2022, 11:02 720 ნახვა

ხულოში ავარიის შედეგად დაშავებული  მცირეწლოვანი  დედაქალაქში  იაშვილის სახელობის  ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მცირეწლოვანი თბილისში ოჯახის თხოვნით გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ბაბუა და შვილიშვილი სასოფლო სამეურნეო მოტობლოკით გადაადგილდებოდნენ,  რა დროსაც ტექნიკა  ამოყირავდა და ხევში გადავარდა.   

მამაკაცი მსუბუქად, მცირეწლოვანი  კი მძიმედ დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში