ვითარება უკრაინაში

20 აპრილი 2022, 20:02 1196 ნახვა

ომის უკვე 55 დღე, ურთულესი ვითარება მარიუპოლში, გმირი ქალაქი ფაქტობრივად მთლიანად რუსების ხელშია, გარდა აზოვსტალისა, სადაც ქალაქის დამცველები არიან გამაგრებულები, მათთან ერთად კი 1000-მდე ქალი ბავშვი და მოხუცია, რომელთა დაკავშირებითაც შედგა შეთანხმება, რომ ისინი შეძლებენ სამშვიდობოს გასვლას, თუმცა როგორ ჯერ ეს უცნობია. რაც შეეხება მეომრებს, ისინი სთხოვენ მესამე სახელმწიფოებს, რომ როგორმე გაიყვანონ ისინი, რადგან რუსების მხრიდან ზეწოლის გაძლება უკვე ფაქტობრივად ვერ ხერხდება, ომის მეორე ფაზაში, ოკუპანტის აქცენტი მარიუპოლის გარდა მთლიანად დონბასისა და ლუჰანსკის ტერიტორიაზე გადატანილი და ახლა მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში