ტაძრებში დატირება სრულდება

22 აპრილი 2022, 14:52 1174 ნახვა

წითელ პარასკევს ტაძრებში ღვთისმშობლის დატირების რიტუალი სრულდება.  პროცესია ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში  2 საათზე დაიწყო.

გადმოცემის თანახმად,  ჯვარცმული ქრისტე სწორედ ამ დროს მიიცვალა. 

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ სრულდება,  დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს ტაძრებში შეკრებილი მრევლი სახარებიდან მხოლოდ იმ ეპიზოდს ისმენს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმაზე მოგვითხროს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში