აქცია ორბის კორპუსებთან

30 აპრილი 2022, 19:19 2767 ნახვა

შერიფ ხიმშიაშვილის 17 ნომერში მცხოვრებლები,  ორბი სითი თაუერსის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობის დემონტაჟს ითხოვენ. ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით ორბიმ, 2 კონსტრუქცია უკანონოდ,  პროექტის გარეშე აშენა. ადგილობრივებს თავდაპირველად მხოლოდ 2 სართულის აშენებაზე ჰქონდათ ინფორმაცია. აქციის მონაწილეები დემონტაჟის გარდა ქუჩის გაფართოებასაც ითხოვენ.  პრობლემის მოსაგვარებლად მათ  მუნიციპალურ ინსპექციას მიმართეს. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, არსებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ,  ამასთან ამბობენ, რომ  სამშენებლო სამუშაოები უკვე შეაჩერეს.  რაც შეეხება კომპანია ორბს- სატელეფონზე ზარებს არ უპასუხეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში