რა მდგომარეობა მარიუპოლში

02 მაისი 2022, 19:24 624 ნახვა

უკრაინაში ომის 68- დღეს მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღის პირველ ნახევარში განახლდა.საპორტო ქალაქის მერის მრჩეველის თქმით, საევაკუაციო ავტობუსებმა  ქალაქი უკვე დატოვეს.  ამ ეტაპზე,  ,, მწვანე დერეფრენი’’ შეთანხმებულია მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ეს პროცესი არ ეხება დაჭრილ ჯარისკაცებს, რომლებიც ფოლადის ქარხანაში რჩებიან. ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გასულ დღეს ასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. უკრაინული მედია, შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლიდან ზაპოროჟიაში უკვე ჩავიდა და ყველა ევაკუირებულს მყუდრო თავშესაფარს მისცემენ ზაპოროჟიეში. მარიუპოლში ამ დროისთვის 100 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათგან ფოლადის ქარხანაში კი 200-მდე. დიმიტრი ვიშნევეცკის სახელობის, ოპერატიული დანიშნულების მე-2 ბრიგადამ  ტელაგრამ არხზე  ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ჯარისკაცებმა  უკრიანის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს. ისინი მოითხოვენ, რომ უზრუნველყონ  ,, აზოვსტალის’’ ქარხანაში გარშემორტყუმულ ყველა სამხედროსთან წვდომა.  გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ  რუსულმა ტანკმა მარიუპოლში, საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს ესროლა . ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში შენობების 90%-ზე მეტი განადგურებულია და ომის დაწყებიდან დაღუპულია 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში