მსოფლიო ლიდერები უკრაინაზე პოლონეთში

05 მაისი 2022, 17:59 692 ნახვა

როგორ დაეხმარება მსოფლიო უკრაინას, პოლონეთში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის მხარდამჭერი ევროკომისია და ევროპული საბჭოა და მთავარი მიზანი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის რესურსების მობილიზება. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ღონისძიებას დარბაზში ესწრებოდა უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში