გათავისუფლდა თუ არა ხელმძღვანელი პირები?

01 იანვარი 2017, 00:00 2107 ნახვა
00:00
00:00

ჩვენი ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობები დატოვეს. ისინი დღეს სამსახურში არ გამოცხადებულან. არ ჩატარებულა დილის თათბირიც. გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, თუმცა კითხვაზე რატომ არ ჩატარდა თათბირი, პრესცენტრში არ გვიპასუხეს. ჯერჯერობით უცნობია, მამულაიშვილმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს, თუ დაატოვებინეს. “მთავარმა” ამ დროისთვის მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი