მძიმე მდგომარეობა მარიუპოლში

09 მაისი 2022, 20:03 728 ნახვა

უკრაინაში ომის 75-ე დღეს, მარიუპოლში მოსახლეობას აფრთხილებენ თავშესაფრებში დარჩნენ. ელოდებიან, რომ ოკუპანტები "აზოვსტალის" წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ეს კი ერთადერთი გზაა ქარხნის გვირაბებიდან ქალაქის მცველები გამოიყვანონ. რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ასევე, საჭიროა დამატებითი სანქციებიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში