რუსულმა ოკუპანტებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

11 მაისი 2022, 10:22 879 ნახვა

ლუგანსკის რაიონში გასული დღის განმავლობაში რუსებმა 15-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს, დაიბომბა გორნის რეგიონული პანსიონიც. ინფორმაციას უკრაინული მედია  ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს სკოლა-ინტერნატის შენობას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ.

მისივე განცხადებით,  საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.

გაიადაის განმარტებით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენიც დაზიანდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში