პუტინი მძიმედ არის ავად - უკრაინის დაზვერვა

15 მაისი 2022, 10:32 1192 ნახვა

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პუტინი მძიმედ არის ავად. გენერალი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი უკვე ემზადება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის. მისი მტკიცებით, პუტინს კიბო აქვს. მაგრამ ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც მას პუტინის ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდეს ცნობები.

ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის აქტიური საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე გაგრძელდება და გარდამტეხი მომენტი აგვისტოში დადგება.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა ამ დროისთვის დაკარგულ ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმზე დაიბრუნებს კონტროლს.

ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ რამდენიმე მასალა უკვე გამოაქვეყნა უცხოურმა მედიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში