რუსეთში დაწყებულია ფარული მობილიზაცია - BBC

15 მაისი 2022, 13:17 757 ნახვა

BBC-ის ცნობით, "რუსეთში დაწყებულია ფარული მობილიზაცია". როგორც ბრიტანული არხი იუწყება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო კომისარიატები აქტიურად მოუწოდებენ სრულწლოვან მამაკაცებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მივიდნენ კომისარიატებში და "დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე". მათი ინფორმაციით, მოკლევადიან კონტრაქტებს სთავაზობენ მოქალაქეებს, ძირითადად, "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 27 ათასს აღწევს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას დანაკარგების შესახებ. ბოლო ოფიციალური მონაცემები მარტში გამოაქვეყნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში