ჩინეთში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა

03 სექტემბერი 2025, 09:50 98 ნახვა

პეკინის ტიანანმენის მოედანზე იაპონიის კაპიტულაციისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.

აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა. აღლუმში ათობით ათასი სამხედრო პირი მონაწილეობდა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი შეიარაღება, მათ შორის ასობით თვითმფრინავი, ტანკი, ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები. 

აღლუმს სულ 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა. „კაცობრიობა კვლავ არჩევანის წინაშე დგას მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და კონფრონტაციას შორის“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში. მან თქვა, რომ „ჩინელი ერის აღორძინება შეუჩერებელია“ და რომ მსოფლიოს ქვეყნებმა „ომის ძირეული მიზეზები უნდა მოაგვარონ და ისტორიული ტრაგედიების განმეორება თავიდან აიცილონ“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში