კრემლი ტრამპის განცხადებას ეხმაურება

03 სექტემბერი 2025, 14:01 103 ნახვა

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას არ აწყობს - ასე გამოეხმაურა კრემლი დონალდ ტრამპის განცხადებას.

ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ პუტინით და თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ივარაუდა, რომ სი ძინპინი, პუტინი და კიმი შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით  საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპის ეს განცხადება შესაძლოა ირონიული იყო.

„მინდა ვთქვა, რომ არავინ შეთქმულებას არ აწყობს, არავინ არაფერს გეგმავს, არანაირი შეთქმულება არ არის'' - თქვა უშაკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში