უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

15 მაისი 2022, 17:13 618 ნახვა

როდის გადმოასვენებენ - უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ცხედარს? - ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა საქართველოს კონსული უკრაინაში აცხადებს, რომ საელჩოს მხრიდან დაწყებულია ყველა პროცედურა, რათა გარდაცვლილი მებრძოლი უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადამოასვენონ. ცხედარი კიევის პროზექტურაშია დასვენებული.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, 38 წლის რატი შურღაიას ახლობლები აცხადებენ, რომ დაჭრის შემდეგ, იგი კიევის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მან რამდენიმე დღეში დატოვა კლინიკა და ისევ საომარ მოქმედებებში ჩაერთო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, რატი შურღაიას მდგომარეობა დამძიმდა, როდესაც მას კანტუზია განუვითარდა.

დაღუპული მებრძოლის მამა ამბობს, რომ შვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ბოლო 3 დღეა მას ვეღარ უკავშირდებოდა.

რატი შურღაია იზიუმთან მომხდარი შეტაკებისას კასეტური ბომბების ჩამოყრის შედეგად თავისა და გულის არეში მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში