ომის 89 დღე უკრაინაში

23 მაისი 2022, 19:25 718 ნახვა

თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ (DPR) ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, პუშილინმა განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან. მარიუპოლი გასულ კვირას რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც „აზოვსტალი“ მარიუპოლის დამცველების უკანასკნელმა ჯარისკაცებმა დატოვეს. ახლა კი  „აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას რუსული მხარე არ გამორიცხავს.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა სავარაუდოდ სადღაც განიხილება. აზოვის ბატალიონის ტყვეებში გაცვლის ინიციატორია, სუმის ოლქში მოკლული ქალის ქმარი, რომ მკვლელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ტყვეებში გაცვალონ

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში