უკრაინის ვიცე-პრემიერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიმართავს

30 მაისი 2022, 10:09 494 ნახვა

,,ეს ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და გავიმარჯვებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა’’. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან,  მოუწოდა, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.

ირინა ვერეშჩუკის განმარტებით,  უკრაინის ყველა ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პრობლემას მოუტანს მათ, ვიდრე სარგებელს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემად ემზადება, ასევე დაიწყო მარიუპოლის დე ფაქტო ანექსია და იქ მცხოვრებლებისთვის რუსულ პასპორტებს დაჩქარებული წესით გასცემენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში