მოქალაქე მერიას დახმარებას სთხოვს

01 ივნისი 2022, 14:42 576 ნახვა

სოფელ თხილნარში  მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ბადრი ასამბაძე ხელვაჩაურის მერიას ერთჯერად ფულად დახმარებას სთხოვს. ამბობს, რომ საცხოვრებელი არ აქვ  და წლებია ქირით ცხოვრობს ოჯახი. ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად მერს ვერ შეხვდა. 

ამჯერად დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრები მერს სთხოვენ ასამბაძეების ოჯახს დაეხმაროს, ისინი დღეს მერიასთან შეიკრიბნენ. მათ ხელვაჩაურის მერი შეხვდა.

ზაზა დიასამიძემ განაცხადა, რომ საკითხს იცნობს და მოქალაქის დახმარებაზე უარი არ უთქვამს. მოქალაქეს დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში