''ომის კვლევის ინსტიტუტის'' კვლევა

02 ივნისი 2022, 13:59 485 ნახვა

ომის კვლევის ინსტიტუტის,  მორიგი ანგარიში  რუსეთ-უკრაინის  ომზე  გამოაქვეყნა.  დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი  სლოვიანკის ჩრდილოეთით დაწინაურდა. თუმცა, სლოვიანსკიმდე მისასვლელ გზაზე კონტროლი ჯერ არ დაუმყარებია. 

ომის კვლევის ინსტიტუტის 1 ივნისის ანგარიში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონტრშეტევამ ხერსონის ოლქში რუსული ძალების ყურადღება მიიქცია და საპასუხოდ რუსეთი კონტრშეტევების თავიდან ასარიდებლად საგზაო საკომუნიკაციო ხაზების განადგურებას ცდილობს. ინტიტუტის ცნობით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაკავებაა, იქ რუსეთი სახმელეთო, საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს განაგრძობს. 

თავდასხმები გრძელდება ქალაქ ხარკოვზეც, ამავდროულად, კვლევა გვეუბნება, რომ რუსეთმა ქალაქ იზიუმში  დაწინაურება ვერ მოახერხა. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ სევეროდონცკის 70%-ს რუსეთი სრულად  აკონტროლებს.   

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი კი  ავრცელებს ინფორმაციას, რომ  რუსულმა ძალებმა 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში