ქობულეთში სოციალური სახლები აშენდება

06 ივნისი 2022, 19:46 1581 ნახვა

ქობულეთის  მერიამ, გელაურის დასახლებაში, პოპოვის ქუჩის  N12-ში  სოციალური სახლის საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე დასრულებულია, სადაც  გამარჯვებული კომპანია შპს „მეგავატ.ჯი“ გამოვლინდა. პროექტის ღირებულება 71 500 ლარია, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემსყიდველთან შეთანხმებით საცხოვრებელი კორპუსების კონცეფცია. ეკომიგრანტების საცხოვრებელი 2023 წელს დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში