კონცერტი-გახსენება სამუსიკო სკოლაში

10 ივნისი 2022, 18:42 1481 ნახვა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგის გულნარა ახვლედიანის ხსოვნას  კონცერტი მიეძღვნა, რომელიც აქ 57 წელი მოღვაწეობდა.ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის და სხვა  კლასიკოსების ნაწარმოები სცენაზე მისმა აღზრდილმა მუსიკოსებმა შეასრულეს.გარდა საკონცერტო ნაწილისა სცენა დაეთმო გარდაცვლილი მუსიკოსის მოსწავლეებსა და მეგობრებს, რომლებმაც გულნარა ახვლედიანის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმზე ისაუბრეს. მას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში