რუსებმა „აზოვსტალის“ 64 დამცველის ცხედარი უკრაინულ მხარეს გადასცეს

14 ივნისი 2022, 17:25 598 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, ოკუპანტებმა უკრაინელებს „აზოვსტალის“ კიდევ 64 დამცველის ცხედარი გადასცეს.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, ცხედრების გაცვლის ოპერაცია ზაპოროჟიეს ოლქში გაიმართა.

შეთანხმებას მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს. 

,,აზოვის'' პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა 12 ივნისს განაცხადა, რომ გაცვლის რამდენიმე ოპერაციის შედეგად, კიევში „აზოვსტალში“ დაღუპული 220 გმირის ცხედარი იყო გადასვენებული.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში