მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 11,6 %-ით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-მაისში კი რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11,2 %-ია. საქსტატის ინფორმაციით, საქართველო 5 თვეა ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს - ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            