''დინამოს'' და ''სლოვანის'' მატჩის ბილეთების გაყიდვა 13:00 საათიდან დაიწყება

04 ივლისი 2022, 10:00 2363 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს 4 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.

თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ბილეთების გაყიდვა დილის 10:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეალიზაციის დაწყების პროცესმა 3 საათით გადაიწია.

ბილეთის ფასი 5,10, 20 და VIP სექტორში 35 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ Biletebi.ge -ზე მოხდება.

''დინამო'' ბათუმი 13 ივლისს 21:00 საათზე სლოვაკურ ''სლოვანს'' საპასუხო შეხვედრაში უმასპინძლებს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში