 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            5 ივლისს “თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას მოძრაობა ავრცელებს.
ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, ბრალი 3 პირს ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ ვერც ერთი მათგანის შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და მათ ბრალი მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შეჭრის მუხლით დაუკვალიფიცირა.
შეგახსენებთ, გასული წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            